საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

BSEC

საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ვიქტორ ვირუნს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის ძლიერი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების დამყარების საკითხი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაძლიერება ერთობლივი პროექტების გზით, რაც წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს წამყვან ინტერესს  BSEC-ის ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „საქართველო წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გვაქვს საერთო ხედვა არსებული და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ცვირკუნმა.