პუბლიკაციები
საქინფორმი: მერი გიგი უგულავას საქმე შესაძლოა “გაამყარონ” ბიზნესმენ თემურ უგულავას საქმით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების იმ ბიზნეს-პოლიტიკოსებთან იყო დაკავშირებული, იარაღის გაყიდვით რომ იყვნენ დაკავებული

gigi-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თბილისის მერ გიგი უგულავაზე აღძრულ საქმეში, როგორც ჩანს, წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური გარემოებები, რომლებიც მისი ხანგრძლივი პატიმრობის გარანტია იქნება.

საქინფორმის რედაქციაში კონფიდენციალური კომპეტენტური წყაროებიდან შემოსული ინფორმაციის მიხედვით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ “შექმნილია საფუძველი” მეორე უგულავასთვისაც - თეიმურაზისთვის, რომელიც ბატონი გიგის ნათესავი სულაც არ არის, თუმცა ეს გარემოება “დღის აურზაურში შესაძლოა ვერც შენიშნონ”. მთავარია - რომ ისინი მოგვარეები არიან, ეს კი საქართველოში - არგუმენტია, მითუმეტეს, როცა ერთი გვარია - უგულავა. მაშ ასე, თეიმურაზ უგულავა: პრესტიჟული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთების, სასტუმროების და კაზინოების მსხვილი მფლობელი, რომელსაც ტყის დამამზადებელი მსხვილი ბიზნესი აქვს, ოლიგარქი №32 (2013 წლის ივნისის მდგომარეობით), რომელიც თავის ბიზნესს საქართველოში კომპანიების City Loft და Crossway Limited საშუალებით ახორციელებს. ბატონი თეიმურაზ უგულავა არის აგრეთვე ყოფილი საგამომცემლო სახლი “სამშობლოს” შენობის მფლობელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

თეიმურაზ უგულავა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სააკაშვილის ხელისუფლების ბიზნეს-პოლიტიკოსებთან, რომლებიც იარაღის გაყიდვის და გადაყიდვის ტიპის არცთუ ლეგალური ბიზნესით იყვნენ დაკავებული.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გიგი უგულავა თავისი ნათესავი-მოგვარის საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ამისი დამტკიცება რთული იქნება, რადგან მეორე უგულავა - თეიმურაზი - წინა ხელისუფლებისგან ყველა უფლებით და შეღავათით სარგებლობდა. იმ ხელისუფლების მრავალპროფილიანი სახე კი სიმპათიური გიგის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

თუკი თბილისის მერს ამ დღეებში დააპატიმრებენ (ეს კი სავსებით რეალურია, ის დღეს უკვე გამოძახებულია დაკითხვაზე და უწყებას ხელი მოაწერა), პროცესმა შესაძლოა სრულიად მოულოდნელი შემობრუნება მიიღოს, საერთაშორისო მნიშვნელობამდეც კი, რადგან ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელიც ანგოლაში იარაღის უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებული საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის “ანგოლაგეიტის” საქმეზეა მსჯავრდებული, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ ტყუილად როდი “შეყოვნდა” შვეიცარიის ციხეში, ხოლო ისრაელის მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს დღემდე “აყოვნებენ” იმავე საკითხზე და მათმა ჩვენებებმა მალე შესაძლოა გარკვეული შედეგები გამოიღოს.

გაგრძელება იქნება