საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სოციალ-დემოკრატთა ფაქტების დამდგენი მისია მიიღო

misiaaსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრას ქართული დელეგაციის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მნიშვნელობაზე  ევროპარლამენტის დეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციისა და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის წევრმა ედით ჰერცოგმა ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საქართველოში  ჩამოვედით, რათა შევაფასოთ მომავალი საქმიანობის პოტენციალი. ჩვენ წარმოვადგენთ ევროპის პროგრესულ ძალებს და განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის შემდეგ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს სწრაფად და შეუფერხებლად ევროპის პროგრესულ ძალებთან თანამშრომლობით“.