საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სახელწიფოთაშორისი კონსულტაციების მიმდინარეობისას რფ-სა და უკრაინას შეუძლიათ რიგ საკითხებში წინ წაიწიონ. ამის შესახებ მან უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენთვის მგრძნობიარე საკითხების გადაჭრაში წინ წაწევას შევძლებთ“, - აღნიშნა პუტინმა.რუსეთის ლიდერის თქმით, „ეჭვგარეშეა,უკრაინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენი პარტნიორია“, ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სავაჭრო მიმოქცევა ქვეყნებს შორის 11%-ით შემცირდა 2012 წელს და 14.5 5-ით - 2013 წელს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში რუსეთისა და უკრაინის მთავრობების მეთაურებმა და მინისტრებმა „ძალიან კარგად იმუშავეს მგრძნობიარე მიმართულებებით“ - ენერგეტიკაში, მანქანათმშენებლობაში, კოსმოსსა და ავიაციაში და გემთმშენებლობაში.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია რუსეთში უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტული პირობების შექმნა.
თავის მხრივ, იანუკოვიჩმა პუტინს შესთავაზა მუშაობის კოორდინირება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არა მარტო რფ-სა და უკრაინას შორის, არამედ დსთ-ს ქვეყნებთანაც.