უცხოეთი
ექსპერტები ყველაზე მძიმე სცენარს - უკრაინის, როგორც სახელმწიფოს დაშლის შესაძლებლობას პროგნოზირებენ

raspadსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ექსპერტები უკრაინის, როგორც სახელმწიფოს შესაძლო დაშლას პროგნოზირებენ. „ის უკრაინა, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა. ის ხელოვნურად ჩამოაყალიბეს ლენინმა და სტალინმა. ასეთ უკრაინას, როგორც ერთ მთლიანობას, არსებობა შეუძლია მხოლოდ გარკვეული გარე ცენტრის პირობებში, რომელიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს მის სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა ასეთი ცენტრი არ არსებობს. ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი და ვაშინგტონიც კი ვერ აიძულებენ უკრაინელებს, რუსებს, ყირიმელ თათრებს, უნგრელებს, რუსინებს გვერდიგვერდ იცხოვრონ“, - განაცხადა მოძრაობა „ინტერნაციონალნაია როსიას“ აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლავ სტრემიდლოვსკიმ.

ჯერ კიდევ 2008 წელს იტალიური გეოპოლიტიკური ალმანახი „ლაიმსის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა მასალა, რომელიც უკრაინის სამ ნაწილად დაშლას წინასწარმეტყველებდა. პროგნოზის მიხედვით, ასეთი სცენარი შეიძლება გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და მზარდი ფინანსური კრიზისის შედეგად იქცეს.

პროგნოზის თანახმად, თანამედროვე უკრაინის ადგილას წარმოიშობა აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი - ესაა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქები, რომლებიც რფ-ის შემადგენლობაში შევლენ. ცენტრალური უკრაინა - ეს ჩერნიგოვის, სუმის, ჟიტომირის, კიევის, პოლტავის, ვინიცკის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, ხმელნიცკისა და ჩერნოვიცკის ოლქებია, რომლებიც ახალ „რუსულ ბლოკში“ შევლენ. დასავლეთი უკრაინა კი როვნოს, ლვოვის, ტერნოპოლის, ივანოვო-ფრანკოვის, ზაკარპატიეს ოლქებია, რომლებიც ნეიტრალურ სტატუსს მოიპოვებენ.