სამართალი
პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო

1-parliaento-pol-1საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი პირველი მოსმენით 82 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. კოდექსის განხილვასა და კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობას პოლიტიკური ბოიკოტის გამო მონაწილეობა არ მიუღია.

მიღებული კოდექსით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და მისი ორგანოების, ასევე, დედაქალაქის სტატუსის და მისი უფლებამოსილებების  საკითხები.

კოდექსის თანახმად, საქართველოში 5-ის ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევს მოსახლეობა.

გარდა ამისა, კოდექსში თავდაპირველად არსებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება. საკონსულტაციო საბჭო მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებსა და განხილვებში.