საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დემოგრაფიული აღორძინების ფონდი პენიტენციალურ სისტემაში სასჯელაღსრულების ახალი ფორმის - გადასახლების შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ბიზნესმენმა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს პატრიარქის ინიციატივაა და ამ საკითზე ფონდი აქტიურად მუშაობს."ახლა გვყავს დაახლოებით 14 ათასი პატიმარი. აქედან არამძიმე დანაშაულზე არ ვიცი რამდენია, მე ვივარაუდებ, რომ კაცის მკვლელი და მძიმე დანაშაულის ჩამდენი იქ მცირე პროცენტია. ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 10 ათასამდე პატიმარზე იმის მაგივრად, რომ ბეტონის გალიაში ლპებოდეს და იქ კარტს თამაშობდეს და გიჟდებოდეს, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს. ბრიტანეთმა ავსტრალია ასე დაასახლა, რუსეთმა ციმბირი და ჩვენ რა ჯანდაბა დაგვემართა!..
ვინც, ვთქვათ, თაღლითობა ჩაიდინა, იმის მაგივრად რომ იჯდეს ორთაჭალაში და უჯდებოდეს სახელმწიფოს უზარმაზარი ფული, გაკეთდეს ცენტრები ამ ხალხის განსახლებისა და მიეცეს უფლება ოჯახის წევრებს, რომ იცხოვრონ მასთან ერთად; ჰყავდეს საქონელი, მუშაობდეს და ჰქონდეს რესოციალიზაციის ბევრად უკეთესი პირობები", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=10749