პუბლიკაციები
აშშ-ის ებრაული ორგანიზაციები აღშფოთებული არიან! ჯონ მაკკეინი მჭიდროდ ურთიერთობდა და მაიდანზე სიტყვით გამოვიდა ნაციონალისტური პარტია “სვობოდას” ლიდერ ოლეგ ტიაგნიბოკთან ერთად, რომელმაც ორდენი ნაცისტების - ესესელებისგან მიიღო!

evreiskie-mtსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. “მაკკეინი შეცდა. მას აშკარად წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთან ერთად იმყოფებოდა სცენაზე. ხოლო თუ იცოდა, რას წარმოადგენს ტიაგნიბოკი, მაშინ ეს გაცილებით უფრო სერიოზული საქმეა. ეს მეტყველებს, რამდენად განურჩევლები არიან ამერიკელი პოლიტიკოსები”, - განუცხადა “იზვესტიას” სიმონ ვიზენტალის ცენტრის იერუსალიმის განყოფილების ხელმძღვანელმა ეფრაიმ ზუროფმა.

ტიაგნიბოკი და მისი მოადგილე მიროშნიჩენკო, ზუროფის თქმით, მსოფლიოს ათი ყველაზე ავისმომასწავებელი ანტისემიტის 2012 წლის სიაში არიან შეყვანილი, რომელიც ვიზენტალის ცენტრმა შეადგინა (შტაბბინა ლოს-ანჯელესში). ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა რეკომენდაციით, ისინი იმ პირთა რიცხვში შეეყვანათ, ვისი ყოფნაც შტატების ტერიტორიაზე არასასურველია.

“იზვესტიას” განკარგულებაში მყოფი დოკუმენტის თანახმად, ტიაგნიბოკი და მიროშნიჩენკო ამ სიაში მეხუთე ადგილზე არიან, ეგვიპტელი “ძმები-მუსლიმანების”, ირანის რეჟიმის, ბრაზილიელი კარიკატურისტი კარლოს ლატუფის და ფეხბურთის ბრიტანული კლუბი “ტოტენჰემის” ფანატი-ანტისემიტების შემდეგ. ტიაგნიბოკი ამ ჩამონათვალში შეტანილია უკრაინაში მცხოვრები ებრაელების და სხვა ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიებისკენ მოწოდებისთვის და მოთხოვნისთვის - ქვეყანა “მოსკალური ებრაული მაფიისგან” გათავისუფლდეს. ხოლო მიროშნიჩენკო - უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობის მილა კუნისის შეურაცხყოფისთვის, რომელსაც “ურია” უწოდა. ამასთან, 2010 წლის მაისში ოლეგ ტიაგნიბოკმა კანადაში “ოქროს ჯვარი” მიიღო ესესის დივიზია “გალიჩინას” ვეტერანებისგან. ყოფილმა ესესელებმა, რომლებიც ამჯობინებენ, საკუთარ თავს “უკრაინის ნაციონალური არმიის პირველი უკრაინული დივიზიის ვეტერანები” (ნაცისტური გერმანიის ვაფენ-ესეს-ის ერთ-ერთი დივიზია მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც უკრაინელი მოხალისეებისგან იყო შედგენილი) უწოდონ, მას ჯილდო გადასცეს ფორმულირებით “უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის”.

ცნობილმა ისრაელელმა პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა “იზვესტიას” გადასცა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორი წევრის - ჰაკიმ ჯეფრისის და ივეტ კლარკის - წერილების ასლები. ისინი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდის და აშშ-ში უკრაინის ელჩი ალექსანდრ მოციკისთვის არის გაგზავნილი. წერილებში პარლამენტარები მკვახე გამოთქმებით ამცნობენ თავიანთ შეშფოთებას უკრაინაში პარტია “სვობოდას” გავლენის გაზრდით, რომლის იდეოლოგიას ისინი ახასიათებენ, როგორც “ნეონაცისტურთან ახლოს მდგომს”. მათ აღშფოთებას იწვევს, რომ “სვობოდამ” რომელიც ღიად გამოხატავს ანტისემიტურ შეხედულებებს და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობისკენ აქეზებენ, მოახერხა უმაღლეს რადაში შეეღწია. ივეტ კლარკმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ არ შეიძლება პარტია “სვობოდას” პოლიტიკური პოზიციის იგნორირება, რადგან “მისი იდეოლოგიის გავრცელება ევროკავშირთან უკრაინის ურთიერთობის გაუარესების საფრთხეს ქმნის, მსოფლიოში ქვეყნის იმიჯს ლახავს”.

evreiskie-1 evreiskie-2
evreiskie-3