სკოლის მოსწავლეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და პირველ არხს ბოიკოტს უცხადებენ და დეზინფორმატობაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, აღნიშნულმა ტელევიზიებმა მათი ნათქვამის პერიფრაზი მოახდინეს და ინფორმაცია მოსახლეობას არასწორად მოაწოდეს.
საქმე ეხება სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც ისინი სკოლებში საატესტატო გამოცდებს აპროტესტებდნენ. მოსწავლეების თქმით „რუსთავი 2“-მა და პირველმა არხმა ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს აპროტესტებდნენ.
„ ამ ტელევიზიებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩვენ მოვითხოვდით ეროვნული გამოცდების გაუქმებას. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ მოვუწოდებთ ბავშვებს, არ გააკეთონ კომენტარი აღნიშნული ტელევიზიებისთვის“, - განაცხადეს მოსწავლეებმა.
აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-სა და პირველ არხს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისინი თავს არიდებენ აქციის ობიექტურ გაშუქებას.