საზოგადოება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ცნობებით ევროკავშირთან საზღვარზე სარაკეტო კომპლექს “ისკანდერების” განთავსების შესახებ

mid-polshiსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. გადმოსცემს პოლონეთის ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო:

“პოლონეთმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კალინინგრადის ოლქში ახალი რაკეტების “ისკანდერ-მ”-ს განლაგების გეგმებთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხზე ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია რუსული მხარისაგან. ბოლო ცნობები შემოწმებას საჭიროებს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ეს საკითხი მთლიანად ნატოს ეხება.

პოლონელი დიპლომატების აზრით, კალინინგრადის ოლქში ამ რაკეტების განლაგება “ნატოსა და რუსეთს შორის პოზიტიური თანამშრომლობის სულისკვეთების” წინააღმდეგი იქნებოდა.

ცნობისათვის: ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ვარშავაში გაიმართება სტრატეგიული კომიტეტი რუსეთი-პოლონეთის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით.