აქტუალური
ამჟამად „ვერე პალასში“ მოწვეულნი არიან როგორც ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე საქართველოს პარლამენტის წევრები. სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრთა აზრით, აუცილებელია, ხალხის რჩეულებმა იცოდნენ ხალხის აზრი ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც რუსულ-ქართული ურთიერთობებია.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ ევრაზიის ინსტიტუტისა და ერთიანი საქართველოსათვის მებრძოლთა კავშირის ინიციატივით დაფუძნდა. სახალხო მოძრაობა თავის რიგებში დღესდღეობით 12 ათასამდე წევრს აერთიანებს.
შეკითხვებისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეკონ: 2-931902.