საზოგადოება
დამწვრობის ცენტრში წლინახევრის ალინა ციგანოვაა მოთავსებული

damwvrobis-centriდამწვრობის ცენტრში კატასტროფის ცენტრმა გუშინ ღამით ქუთაისიდან თბილისში წლინახევრის ალინა ციგანოვა გადმოიყვანა. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ბავშვი ცხელ წყალში ჩავარდა და მას სხეულის 15 პროცენტი დაეწვა.

დამწვრობა მეორე ხარისხისაა, რაც, ექიმების განმარტებით, საკმაოდ მძიმეა. წლინახევრის ალინა ციგანოვა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.