სამართალი
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თათბირზე განაცხადა, შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ოპერატიული და დროული რეაგირება მოჰყვეს. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, საქართველოში ბოლოს და ბოლოს ამოქმედდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები.
საგანგებო თათბირზე პრემიერი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრებისგან აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რომ მოხდეს როგორც პრობლემების, ისე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ობიექტური გაშუქება.