საზოგადოება
„ჭკუით, ქართველებო!“

amirejibiსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო.  ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი შემოქმედი და მამულიშვილი. დღეს ამ დიდ ტკივილს დიდი სიამაყეც ახლავს თან - ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი კლასიკოსი ჰყავს.

ვიზიარებ ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის მწუხარებას, სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს. ახლა, როცა უკვე ჭაბუა ამირეჯიბის სახელი ისტორიის კუთვნილებად იქცა, მისი შეგონება - ,,ჭკუით, ქართველებო!“ - კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს და მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

მჯერა, ჭაბუა ამირეჯიბის ეს შეგონება ქართველი ერისადმი  უკვალოდ არ ჩაივლის და მის სამშობლოს ისეთი მომავალი ექნება, როგორზეც დიდი მწერალი ოცნებობდა.

ბიძინა ივანიშვილი

დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა სპეციალური განკარგულება. განკარგულების მიხედვით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან მატერიალურ დახმარებას გაუწევს ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახს. სახელმწიფო ასევე სრულად უზრუნველყოფს ქართველი მწერლის დაკრძალვის ხარჯებს.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. სოლო ხვალ, სამშაბათს, დიდ ჭაბუას სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, რის შემდეგ მთაწმინდის პანთეონი საბოლოოდ დახურულად გამოცხადდება.