საქართველოს პარლამენტმა შსს-ს და პროკურატურას 2004-2012 წლების დანაშაულთა გამოძიება დაავალა
საქართველო, 16 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა შეფასება მისცა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ მოთხოვნით 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე
ეკა ბესელიამ პარასკევს აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების და ოფიციალური სტრუქტურების ანგარიშებს სწავლობენ. მისი თქმით, დადგინდა, რომ ადამიანის ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას იმ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, ირღვეოდა სიტყვისა და გამოხატვის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხდებოდა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა, ირღვეოდა საკუთრების უფლება.
“24-გვერდიანი დასკვნა განაზოგადებს 13 ათასზე მეტ საჩივარს ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე. საჭიროა გამოძიებული იქნეს 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევა, სახელმწიფოსთვის საკუთრების ჩუქების ფაქტები და ა.შ.”, - განაცხადა ბესელიამ.