აქტუალური
ანდერს ფოგ რასმუსენის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

iraklisსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი.
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!
ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. გისურვებთ წარმატებებს და იმედის თვალით ვუყურებ მომავალში თქვენთან თანამშრომლობას.
საქართველო არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორი, როგორც ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისაკენ და როგორც ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი. საქართველოში ახლახან ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც მოჰყვა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს, კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და უფლება მისცა საქართველოს, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროატლანტიკური სტანდარტების მიმართულებით. მოკავშირეები მოუთმენლად ელიან თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თქვენს ქვეყანაში შემდგომ რეფორმებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა თავის წვლილს შეიტანს როგორც  ქვეყნის სტაბილური წინსვლის გზაზე, რომელიც საქართველომ  გვიჩვენა გასული წლების მანძილზე განხორციელებული  რეფორმების მეშვეობით, ასევე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შემდგომი თანამშრომლობის საქმეში. ამგვარი თანამშრომლობა აუცილებელია ქვეყნის ამბიციური მიზნების მისაღწევად, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩათვლით და ასევე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გამოვხატავ ჩემს საუკეთესო სურვილებს თქვენს თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას გიმასპინძლოთ ნატოს სათავო ოფისში.

გულწრფელად თქვენი,
ანდერს ფოგ რასმუსენი
2013 წლის 28 ნოემბერი”