უცხოეთი
საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი უკრაინასთან ასოციაციის შეთანხმების თაობაზე მუშაობას წყვეტს, - განაცხადა კვირას ევროკომისარმა შტეფან ფულემ. მისი თქმით, იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე სერგეი არბუზოვთან სავაჭრო შეთანხების ხელმოწერის მზაობის საკითხს განიხილავდა, თუმცა უკრაინის მთავრობისგან პასუხი არ მიუღია.