რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ბიძინა ივანიშვილმა მთელ საქართველოს მიტინგზე უნდა დაუძახოს და ხალხს სიმართლე უთხრას “ევროპულ ოცნებაზე”, როგორც უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა!"

ARNOპატივცემულო მკითხველო! ჩემი ინტერვიუს შემდეგ გაზეთს ”Каспiй”, რომელშიც მე ერთმანეთს ვადარებ უკრაინის და საქართველოს მოვლენებს, რედაქციაში უამრავი შეკითხვა შემოვიდა, რომელთა უმრავლესობის შინაარსი ერთია: “ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით თქვენს ანალიზს, თქვენ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, რომელსაც სხვები არ ამბობენ. მაგრამ მერე?! შემდეგ რა ვქნათ? რის გაკეთებას გვირჩევთ?

დღეს მე ვპასუხობ მკითხველთა შეკითხვას “რა ვაკეთოთ?”, მაგრამ მანამდე კიდევ რამდენიმე პარალელს გავავლებ მოვლენებს შორის საქართველოში და კიევში (რომლებიც მრავლად არის აზერბაიჯანულ გაზეთში ზემოხსენებულ ინტერვიუში).

როგორც ცნობილია, “ფერადი რევოლუციები” პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან ჩავარდა, საქართველოს გარდა, რის შემდეგაც აშშ-მა “არაბული რევოლუციების” სერია მოაწყო - სისხლიანი გადატრიალებები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა, რომელიც თავიდან არ ჩარევის მცდარ პოლიტიკას ახორციელებდა, ბოლოს და ბოლოს შეაჩერა თავგასული ამერიკელები და მათი დაქირავებულები სირიაში, აგრეთვე ხელი შეუწყო ირანთან ბირთვული პრობლემის მოგვარებას, აშშ აქტიურად გადაერთო ევროპაზე, სადაც სამიზნე - ისევ უკრაინაა. ამით აშშ ცდილობს ხელიდან გაშვებული აინაზღაუროს და შური იძიოს რუსეთზე სირიაში ამერიკული გეგმის ჩავარდნის გამო - აქ სერბეთის სცენარი გაიმეოროს, უკრაინას დასავლეთი ნაწილი მოსწყვიტოს და თავისი პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს.

ამისათვის მოიგონა მან ლეგენდა ევროკავშირში უკრაინის შესაძლო შესვლაზე და მოისყიდა მოღალატეების ჯგუფი კლიჩკოს მეთაურობით, რომლებიც დღეს ევრომაიდანს აბინძურებენ, როგორც სააკაშვილის მოსყიდული მოღალატეები 2003 წელს - რუსთაველის გამზირს თბილისში.

უკრაინელებს ისევე ატყუებენ, როგორც ჩვენ, ქართველებს. საქართველოს, რომელშიც ჯერ კიდევ გუშინ 300 ათასი  მსჯავრდებული იყო და რომელიც პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, როგორ იღებენ იმავე ევროპაში?! იმ საქართველოს, სადაც ათიათასობით ადამიანს ციხეებში და პოლიციაში აწამებდნენ და ცოცხებითა და ხელკეტებით ანალური ხვრელიდან აუპატიურებდნენ, რასაც ათიათასობით ვიდე და აუდიოჩანაწერი მოწმობს?! არა, ევროკავშირში საქართველოს არავინ მიიღებს, ისევე როგორც უკრაინას, მათ ამას ხილულ მომავალშიც კი არ ჰპირდებიან! შეთანხმება ასოციაციის შესახებ - მხოლოდ ლეგენდაა, სატყუარა - საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ჯინაზე აშშ-მა უკვე მოახდინა, რგორც დღეს სურს უკრაინის ოკუპირება, ოღონდაც ის საბაჟო კავშირში არ შევიდეს!

ჩვენ არ ვასაფლავებთ “ოცნებას”! უკრაინის ტელეარხებზე უკრაინელი ოლიგარქები ბატონობენ, ამიტომ ჩვენ სიმართლის ერთი სიტყვაც კი არ გვესმის! ამიტომ ჩვენი მიტინგი - ერთადერთი საშუალებაა, რომ ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე სიმართლე მოვიტანოთ! ხელის მოწერის შემდეგ ჩვენ მკაცრი პირობები უნდა შეგვესრულებინა:

1. დაგვეკანონებინა ერთსქესიანთა ქორწინება და მიგვეღო კანონი სექსუალური უმცირესობების თანასწორობის შესახებ;

2. შემოგვეღო ბიომეტრული პასპორტები და ყველასთვის თითის ანაბეჭდები აგვეღო;

3. გადავსულიყავით ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებზე და ნორმებზე, საყოველთაოდ გადავსულიყავით სალარო აპარატებით მუშაობაზე;

4. 9 მილიონი უკრაინული ოჯახისთვის მათი მეცხოველეობის მეურნეობები წაგვერთმია;

5. ორჯერ გაგვეზარდა გადასახადი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისთვის” - 2013 წლის 14 დეკემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი სიტყვით გამოვიდა ევროპის მოედანზე კიევის ცენტრში (ევრომაიდნიდან ასიოდე მეტრში), სადაც “ევროპული ოცნების” შესახებ ლეგენდა ამხილა.

მკითხველს შევახსენებ: საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ჯერ მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინა (ტექსტი შეათანხმა), ხოლო ხელმოწერა ერთი წლის შემდეგ იგეგმება. უკრაინას კი ვილნიუსში შეთანხმებისთვის უკვე ხელი უნდა მოეწერა. ამიტომ, სანამ გვიან არ არის და იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ყველა ტელეარხი, ისევე როგორც უკრაინაში, ოლიგარქებს ეკუთვნით და მათ მიერ კონტროლდება, საჭიროა:

პირველი: ჩატარდეს სახალხო მიტინგი, როგორც უკრაინაში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი, როგორც უკრაინის პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, ქართველ ხალხს მოუყვება - რა წერია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმ 1000 გვერდზე, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში იქნა პარაფირებული? კერძოდ: 

1. საქართველოსგანაც, როგორც უკრაინისაგან, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას და სექსუალური უმცირესობების თანასწორობის შესახებ კანონის მიღებას მოითხოვენ? ჩვენი შვილებიც “დედას” და “მამას” ნაცვლად “მშობელი №1 და  №2” იტყვიან? იქნება თუ არა ვალდებული საქართველო, რეგიონული ენების (უმცირესობათა ენების) ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა?

2. საქართველოში უკვე შემოიღეს ბიომეტრული პასპორტები, თითების ანაბეჭდებს მალე აგვიღებენ?

3. საქართველოში უკვე გადავიდნენ სალარო აპარატებზე, ეს მალე გახდება საყოველთაო სავალდებულო წესი?

4. მოითხოვენ, რომ ქართველ სოფლელებსაც, როგორც უკრაინელებს, წაართვან მათი მეცხოველეობის მეურნეობები, რომლებიც ევროპულ ნორმებს და სტანდარტებს არ შეესაბამება? იმავე ევროსტანდარტების შესაბამისად, დაიხურება თუ არა ისედაც მცირერიცხოვანი დიდი, საშუალო და მცირე საწარმოები საქართველოში?

5. საქართველოშიც, სადაც კომუნალური მომსახურების გადასახადები მოსახლეობის უმეტესობას ახრჩობს, გაზრდიან გადასახადებს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისთვის, როგორც უკრაინას მოსთხოვდნენ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში?

მეორე: არ უნდა შეგვეშინდეს და ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ! სააკაშვილმა მოსახლეობა ისე დააშინა, რომ ხელისუფლების წინაშე შიში დღემდე სისხლში გვაქვს! გახსოვდეთ, რომ ხელისუფლება, თავისი ძალოვანებით, პარლამენტარებითა და მინისტრებით - მხოლოდ გარკვეული ვადით დაქირავებული სერვისის თანამშრომლები არიან, რომლებსაც უბრალო მოქალაქეები ხელფასს უხდიან ინტერესების უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოსთვის!

მესამე: საჭიროა ყველა კანონიერი მეთოდებით ბრძოლა საქართველოში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩასატარებლად საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხზე. უნდა ისწრაფოდეს თუ არა საქართველო ნატოში და ევროკავშირში შესვლისაკენ? - ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, რომელსაც ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში, ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან გამოთქვამენ.

მეოთხე: ყველა კანონიერი მეთოდით უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან დღევანდელი პარლამენტი ხალხის რჩეულებით დაკომპლექტებული არ არის! 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ხმა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მისცა, რომელიც სააკაშვილს დაამხობდა და ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ამიტომ თითქმის ყველა, ვინც დღეს პარლამენტში ზის - “მეოცნებე” უმრავლესობაც და “ნაციონალ”-უმცირესობაც, ახალი არჩევნების შემთხვევაში პარლამენტში არჩეული არ იქნება!

მეხუთე: ახლა უკვე პრემიერი ღარიბაშვილისგან, და არა ივანიშვილისგან, ხალხი ელოდება არაფრის მაქნისი მინისტრებისაგან მთავრობის გაწმენდას. და მთავარი - ხალხი ელოდება ბატონი ირაკლისგან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას - მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და შსს-ს თაროებზე შემოდებული ათასობით საქმე განხილული უნდა იქნეს, დაზარალებულები და დამცირებულები, აგრეთვე მოკლულთა ოჯახები დაკმაყოფილებული უნდა იქნენ! მაგრამ უნდა დაისაჯონ არა მარტო შემსრულებლები, არამედ დამნაშავე №1 - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილად უნდა გამოცხადდეს და საქართველოში იქნეს ექსტრადირებული.

P.S. შევარდნაძემ 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი არ დააპატიმრა, რის შედეგადაც საქართველომ 9 წლით პოლიციური რეჟიმი მიიღო და ტერიტორიის 20% დაკარგა.

იანუკოვიჩმა დღეს შევარდნაძის შეცდომა გაიმეორა, როდესაც, ტიმოშენკოს კვალდაკვალ, არ დააპატიმრა კლიჩკო, რომელსაც ტვინის ნარჩენები დიდი ხანია რინგზე გამოუბერტყეს.

იანუკოვიჩი შეცდა, როდესაც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებისკენ მოწოდებების, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისთვის არ დააპატიმრა კიევში ჩასული ორი მეგობარი - ორი სამხედრო დამნაშავე, ცხინვალში “სახელგანთქმული” სააკაშვილი და ვიეტნამში “სახელგანთქმული” მაკკეინი!

იანუკოვიჩი შეცდა, როდესაც ქვეყანაში შესვლა არ აუკრძალა ეშტონს, ნურლანდს და მათ მსგავსთ, ამიტომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება და აწი მოხდება, როგორც სამართლიანად განუცხადა მაიდნის ოპოზიციამ, მართლაც მას ეკისრება (როგორც შევარდნაძეს მიუძღვის ბრალი სააკაშვილის სისხლიან დიქტატურაში, რომელმაც საქართველო ამერიკას მიჰყიდა!)

იანუკოვიჩს პრეზიდენტი ლუკაშენკოსთვის უნდა მიებაძა, უკიდურეს შემთხვევაში - იმავე სააკაშვილისთვის, რომელიც არასასურველ ადამიანებს მხოლოდ მისი ოპონენტების “ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის” აპატიმრებდა, მაგალითად -  მობილური ტელეფონით ერთი ზარისთვის. მაგრამ იანუკოვიჩმა მაგალითი ექსპრემიერი ივანიშვილისგან აიღო, რომელმაც არ დააპატიმრა სააკაშვილი და ქვეყნიდან გაუშვა, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა.

მთავარია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დღეს არ გაიმეოროს საქართველოს ორი ხელისუფლების შეცდომები: პრეზიდენტ იანუკოვიჩს, ისევე როგორც ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს და პრემიერ ივანიშვილს, არ სურს ამერიკელებს შეეწინააღმდეგოს, ასეთი “ბალანსირება” კი, ჩვეულებრივ, “რაზვალით” მთავრდება. რუსეთთან კარგ ურთიერთობაში ყოფნა, შეღავათებით სარგებლობა და მასთან ხელსაყრელი ვაჭრობა  - და, ამავე დროს, აშშ-სა და ნატოსთვის ქვეყნის სრულ მმართვეკლობაში გადაცემა აბსოლუტურად არარეალურია!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 16 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

ARNO-2
ARNO-3