სამართალი
ჩვენ ვართ ევროპელები! პედოფილების სამოთხე და ბრიყვი ქართველი მშობლები…

predofilebiსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ქართული ინტერნეტ სივრცე კვლავ არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. პორნოგრაფიული საიტები ბავშვებისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. კანონით აკრძალული შინაარსის ინტერნეტ-გვერდების გასაუქმებლად ან არასრულწლოვანთათვის მათზე წვდომის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
მეტად მძიმე პრობლემას ვხვდებით სხვადასხვა სამოდელო სააგენტოების ვებ-გვერდებზე, სადაც ბავშვების ინტიმური ფოტოები ყველა მნახველისათვის თავისაუფლადაა ხელმისაწვდომი, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პედოფილებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ყველაზე საოცარი ის ფაქტია, რომ ინტერნეტში პატარების ფოტოები ბრიყვი მშობლების ნებართვით ქვეყნდება.
ფაქტია  სამოდელო სააგენტოების, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციების და მშობლების დუმილი   პედოფილიით შეპყრობილ ადამიანებს ახალისებს, დანაშაულის წინააღმდეგ კი სახელმწიფო არანაირ რეგულაციას არ აწესებს. წარმოდგენილი ფოტოები ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს საიტიდანაა აღებული. ბავშვებს სახე შეგნებულად დავუფარეთ.

ნინო კაკაბაძე

http://boqlomi.blogspot.com/2013/12/blog-post_15.html

pedofilebi-2