უცხოეთი
მისივე თქმით, უცნობმა პირებმა კრეშჩატიკზე კიევის ადმინისტრაციის შენობის მეშვიდე სართულზე მდებარე რამდენიმე კაბინეტის კარი გატეხეს. ჩინოვნიკის თქმით, უცნობებმა საფინანსო დეპარტამენტის დირექტორის, მთავარი ბუღალტრისა და მოლარის კაბინეტებში შეაღწიეს, საიდანაც ორგტექნიკა და ფინანსური ხასიათის დოკუმენტები გაუჩინარდა.
კიევის მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.