სამართალი
ნინო ბურჯანაძე: "მერაბიშვილი რომ ასეთი განცხადებების გაკეთებას ბედავს, ხელისუფლების უმაქნისობის ბრალია"

1-samart-2-ninaსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ის ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს პასუხს სასამართლოს გადაწყვეტილება გასცემს.

მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია არ იყო არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ, მაინც საზღვარგარეთიდან იყო ძალიან სერიოზული განცხადებები. მათ შორის, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იქნა მოვლინებული მიტინგებისა და მანიფესტაციების საკითხებში, რომელმაც მაშინ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს სადამსჯელო ოპერაცია იყო და მას საერთო არაფერი ჰქონდა მიტინგის დაშლასთან. ვანო რაბიშვილი ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას ბედავს, ის, რომ თითს უქნევს მოსამართლეს, ასევე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ის, რომ სააკაშვილი აკეთებს უკრაინიდან განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ხელისუფლება ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა მიტინგების დარბევის საკითხს და ახლა ლამის დემოკრატიის მამად მოგვევლინა, ეს არავის ბრალია - არც სააკაშვილის, არც მერაბიშვილის, ეს არის ამ ხელისუფლების "ქართული ოცნების" უმაქნისობის, უუნარობის, არაკომპეტენტურობის ბრალი, ან მაშინ რჩება მხოლოდ ერთი შეფასება. გამოდის, რომ ისინი თავიდანვე შეთანხმებულები იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ ეს პარტია გადაერჩინათ, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს შანსს, რომ მობრუნდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ის და მისი თანამებრძოლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება არ დაუშვან.

შეგახსენებთ, რომ  ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს რომ 25 მაისი იყოს, იმავეს გაკეთებდა.