პოლიტიკა
ქართულ-ებრაული მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

1-pol-3-megorboba-mtსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 12 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ქართულ-ებრაული მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის მორიგ სხდომაზე, კომისიის თანათავმჯომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის კომისიის საპატიო წევრად რჩება.

კომისიის წევრებმა 2014 წელს დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების გარდა, იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გახსნა, ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი. ღონისძიებების მომზადების სამუშაოებში ჩართული არიან საგარეო საქმეთა, კულტურის, სპორტისა  და დიასპორის სამინისტროები.  

კომისიის თავმჯდომარემ ჯამლეტ ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ისრაელში მისი ვიზიტის აღსანიშნავად შექმნილი სპეციალური ფოტოალბომი გადასცა.

1-polit-3-megobroba-vniz