პოლიტიკა
მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, მიღწეულ პროგრესსა და ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს კონტრიბუციაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს. მათ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და პოსტ-ISAF-ის მისიაში სამომავლო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამერიკელ კანონმდებელთა მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, გააგრძელონ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მტკიცე მხარდაჭერა.