რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “რუსეთი ოკუპანტი არ არის! საქართველო არა მარტო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელოს, ქვემო ქართლსა და აჭარასაც”

1-pol-1-red-okupantსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. კიევი - თბილისი: რაშია აქ მსგავსება და რაში - განსხვავება? ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა “Каспiй დღეს გამოაქვეყნა, საქინფორმის მთავარი რედაქტორი, პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილი ბოლო კვირების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე საუბრობს და უკრაინასა და საქართველოში მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს.

- ბატონო არნო, საინტერესოა თქვენი აზრი კიევის მოვლენების შესახებ, რომლებსაც მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. მოახდენენ თუ არა ისინი გავლენას საქართველოზე?

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა, რომელიც რევანშს ამზადებს, საქართველოში ხმა დაყარა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „უკრაინას რომ გაუსწორდება, საქართველოს მისდგება“. სამწუხაროდ, გვიწევს კონსტატირება, რომ ამ პროვოკაციას წამოეგო ქართული ისტებლიშმენტი და მუდმივად ხელისუფლების მსახური გამყიდველი ქართველი “ექსპერტები” - რუსოფობების კლუბი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის ფულებით ილხენს. სინამდვილეში კი მოვლენებს უკრაინასა და საქართველოში დაჟინებით აკვირდებიან ევროკავშირი და ამერიკა - იმიტომ, რომ თვითონ ახდენენ მათ პროვოცირებას, დაფინანსებას და კოორდინირებას! რა უფლებით ერეოდნენ ნატოს გენმდივანი, ევროკავშირის და თეთრი სახლის ხელმძღვანელობა უკრაინის საშინაო საქმეებში - ყოველდღე ახდენდნენ ზეწოლას კანონიერ პრეზიდენტზე თავიანთი სატელეფონო დარიგებებით, ვიზიტებით და ცალმხრივ განცხადებებით ევრომომიტინგეების მხარდასაჭერად? რის საფუძველზე ემუქრება აშშ უკრაინას ეკონომიკური სანქციებით, თუკი მომიტინგეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - ევროკავშირთან შეთანხმებას ხელი არ მოეწერება და მთავრობა არ გადადგება?  კიევში ოპოზიციას რატომ ხელმძღვანელობდა ამერიკელი ფინკ ბრაიანი და წარმოშობით სერბი ამერიკელების ჯგუფი, რომლებმაც საქართველოში “ვარდების რევოლუცია” გააკეთეს? რატომ შეხვდა საიდუმლოდ გერმანიის კანცლერის თანაშემწე ოპოზიციის ლიდერ კლიჩკოს? კიევში ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა რატომ ჩამოიტანა  დიპლომატიური ფოსტით მომიტინგეებისთვის 15 მილიონი დოლარი ნაღდი ფული? რატომ განათავსეს ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პეტიცია, რომლითაც უკრაინაში აშშ-ის ჯარების შეყვანაზე ხმის მიცემა მიმდინარეობდა? და ეს - იმ დროს, როდესაც ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებით ამერიკელთა 52%-ს მიაჩნია, რომ აშშ-მა საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოს და სხვა ქვეყნებს თავიანთი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა აცალოს?!

იმიტომ, რომ უკრაინას და საქართველოს კი არ სჭირდებათ ევროკავშირი და ნატო, არამედ ევროკავშირსა და ნატოს სჭირდებათ უკრაინა და საქართველო!

- მაგრამ თქვენ თვითონ ხომ ხშირად აღნიშნავდით, რომ ევროკავშირს არ იზიდავს ეკონომიკურად წამგებიანი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა (“საკუთარი აუტსაიდერები ჰყოფნით!” - აღნიშნეთ ჩვენს გაზეთთან წინა ინტერვიუში), და ნატოში საქართველოს და უკრაინის შესვლის ალბათობასაც უაღრესად სკეპტიკურად ეკიდებით...

- აგიხსნით:

1. საქართველო და უკრაინა დასავლეთს ყოველთვის აინტერესებდა არა ქართველი და უკრაინელი ხალხებისადმი დიდი სიყვარულის გამო, არამედ როგორც ბუფერული წარმონაქმნები რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. ამიტომ დასავლეთში ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთთან მათ წაკიდებას, რათა მათ შორის თანამეგობრობა არ დაეშვათ და თავისკენ გადაებირებინათ - როგორც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ბოლო ხანებში კი - მოლდოვა. ამგვარად ე.წ. ძველი ევროპა ბუფერულ ქვეყნებს ფარივით იფარებს და ამავე დროს რუსეთზე ზეწოლისთვის პლაცდარმს იღებს, მათ შორის - სამხედრო ზეწოლისთვის, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადის. უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში და ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა-რუსეთის, რუსეთ-საქართველოს, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრები გადაიქცევა სრულფასოვან საზღვრებად აღმოსავლეთისკენ გაფართოებულ სამხედრო ბლოკ ნატოსა და რუსეთს შორის, ამიტომ მათი მოწყობა არ შემოიფარგლება “მავთულხლართების ინსტალაციით და ბორდერიზაციით”, როგორც დღეს უყვარს თქმა ოფიციალურ თბილისს.

2. ვილნიუსში შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით უკრაინამ დაარღვია ბალანსი 3+3, რომელიც პროექტ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მიერ იყო ჩაფიქრებული: 3 ქვეყანას - ბელორუსიას, აზერბაიჯანს და სომხეთს, რომლებიც ევროკავშირში “არ ჩქარობენ”, უნდა გაეწონასწორებინათ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. გეგმები ჩაიფუშა და ახლა უპირატესობა 4+2 ევრაზიული (ანუ რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის და სომხეთის საბაჟო კავშირის) და არა ევროპული ორიენტაციის მხარესაა.

3. უკრაინა - სატრანზიტო ქვეყანაა, რომლითაც რუსული გაზი ევროპაში შედის, გერმანიას კი არ უნდა გაიყინოს, როგორც ერთხელ მოხდა უკრაინის მიერ მორიგი გადაუხდელობის გამო, ანდა უკრაინის მიერ სატრანზიტო, გერმანიისთვის განკუთვნილი გაზის გამოკლების მიზეზით. ამიტომ გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გაკონტროლება და 1000-გვერდიანი კაბალური ევროსტანდარტების პაკეტით მისთვის ხელ-ფეხის შეკვრა, როგორც საქართველოსთვის.

- ამგვარად, მოვლენები უკრაინასა და საქართველოში ურთიერთდაკავშირებულია?

- მეტიც, ამ მოვლენებს ისტორიული წინაპირობები აქვს. რატომ ცდილობენ დღეს არ ახსენონ, რომ უკრაინელები, ბელორუსები და რუსები - ერთი ხალხია, რუსი, ხოლო კიევის რუსეთი რუსეთის უძველესი აკვანია? თავად ამ ქვეყნების დასახელებებიც კი მიუთითებენ ამას! იმიტომ, რომ ეს ისედაც ყველამ იცის თუ სხვა მიზეზებით?!

“რუსეთის ძლევამოსილება შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია, უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ, როგორ კლავს ძმა ძმას. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ნაციონალურ ელიტაში მოღალატეების პოვნა და გამოზრდა, და მათი დახმარებით დიადი ხალხის ერთი ნაწილის თვითშეგნების იმგვარად შეცვლა, რომ ის შეიძულებს ყოველივე რუსულს, შეიძულებს საკუთარ ჯიშს და ვერც გააცნობიერებს ამას” - ეს საიმპერიო კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის სიტყვებია, რომელიც “რუსეთის განაპირას” სახელმწიფოს შექმნის და მალოროსებისა და გალიციელი რუსინებისთვის უკრაინელების დარქმევის გერმანული პროექტის ავტორი იყო (სახელწოდება “უკრაინა” მომდინარეობს ძველი რუსული სიტყვიდან оукраина”, რომელიც “სასაზღვრო ოლქს” ნიშნავს).

გერმანული პროექტი ფიურერმა განაგრძო. “ჩვენ რუსეთს მაშინ დავამარცხებთ, როდესაც უკრაინელები და ბელორუსები დაიჯერებენ, რომ ისინი - რუსები არ არიან!” - ეს უკვე ადოლფ ჰიტლერის სიტყვებია.

მოღალატეები ეროვნული ელიტიდან უკრაინაშიც მოიძებნენ და საქართველოშიც - ამის აღიარება მწარეა, მაგრამ ქართველები (ძირითადად - ტყვეები და ემიგრანტები) და უკრაინელები - ის ორი ერია, რომლებიც რაიხსვერს, მოგვიანებით კი ვერმახტს თავიანთი ნაციონალური სამხედრო ფორმირებებით ამარაგებდნენ...

თავადი ფონ ბისმარკი და ადოლფ ჰიტლერი თავის გერმანელ ხალხზე ზრუნავდნენ (თუნდაც სხვა ხალხების საზიანოდ), ამიტომაც გეგმავდნენ უკრაინას როგორც ბუფერულ ტერიტორიას, რომელიც ავსტრია-უნგრეთს და გერმანიას რუსეთისგან დაიცავდა. აი რატომ იყო უკრაინის მიერ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით ყველაზე მეტად აღშფოთებული გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ხოლო გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა (რომლის მშობლები ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები იყვნენ) პასუხად სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა!

და რატომ დაავიწყდათ დღეს, რომ სწორედ რუსეთმა რამდენჯერმე შეაკოწიწა და ერთ მთელად აქცია გარეშე და შიდა მტრების მიერ თითქმის უკვე მიწის პირისაგა აღგვილი ძველი სახელმწიფოს დაცალკევებული წარმონაქმნები და ამ მოზაიკას საქართველო უწოდა?! ასე იყო მე-18 საუკუნის დამლევს, როცა ქართლის და კახეთის მეფე ერეკლე II-მ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი დადო. ასე იყო მე-19 საუკუნის 20-იან წლებშიც, როცა სტალინმა გადაარჩინა საქართველო ევროპული სამხედრო საექსპედიციო კორპუსებისაგან, ნაწილებად რომ გლეჯდნენ მას, თანაც, აფხაზეთი (რომელიც შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლებამ დაკარგა) და აჭარაც (რომელსაც დღეს იგივე ბედი ემუქრება) კი მიუერთა.

ახლა დასავლეთი ცდილობს დაანაწევროს უკრაინა (როგორც ადრე დაანაწევრა აზერბაიჯანი, საქართველო და მოლდოვა), რათა მისი დასავლეთი ნაწილი აღმოსავლეთს ჩამოაშოროს და შთანთქას (როგორც ნთქავენ საქართველოს, რომელსაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი  ჩამოაშორეს).

მაგრამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ, ევროქართველები, არა მხოლო საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას და ქვემო ქართლსაც! სომეხი კინტოების ცეკვა “შალახოს” თანხლებით ევროპასთან “პარაფირებული” საქართველო უკვე დღეს იძულებულია რატიფიცირება გაუკეთოს რეგიონული ენების (ანუ უმცირესობათა ენების) ევროპულ ქარტიას, რომელსაც 1999 წლის აპრილში, ევროპის საბჭოში შესვლისას მოაწერა ხელი. რის შემდეგაც მეგრული, სომხური და აზერბაიჯანული ენები რეგიონული ენების სტატუსს შეიძენენ, აქედან კი ერთი ნაბიჯია - სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ავტონომიებად გამოცხადებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი რესპუბლიკური პარტიის და აშშ-ში მისი იდეოლოგიური ტყუპისცალების მიერ შემუშავებულ თვითმმართველობის ახალ კოდექსს მიიღებს, რომლის მიხედვით 12 ქალაქი (რეგიონული ცენტრები) თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულების სტატუსს მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებით.

აი, თქვენ კიდევ ერთი პარალელი: კიევის მაიდანი, სადაც უკრაინელების „დემოკრატიულ“ევროპასთან თვითიდენტიფიკაციის ძალადობრივი პროცესი მიმდინარეობს -  და თბილისის მაიდანი, როგორც საქართველოს ტოლერანტობის სიმბოლო, სადაც ერთ გოჯ მიწაზე საუკუნობით მყუდროდ მეზობლობენ ქართული ტაძარი, სომხური გრიგორიანული ეკლესია. კათოლიკური ეკლესია, ებრაული სინაგოგა და მუსლიმანური მეჩეთი!

თუმცა დღეს ეთნიკურ უმრავლესობას - სახელმწიფოწარმომქმნელ ქართველ ერს - და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უპირისპირებენ არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რელიგიურ უმცირესობებს: „მოულოდნელად“ აფეთქებული და ასევე უეცრად მიყუჩებული კამათი სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის ტაძრების დაბრუნების “რატომღაც” სასწრაფო აუცილებლობაზე, აგრეთვე პროვოკაციები ახალი მეჩეთების მშენებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც დროში „რატომღაც“ თანხვდება საქართველოს ცხოვრებაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს (არჩევნებს, პატრიოტული მოძრაობის გაძლიერებას, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის და სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების დამნაშავეების დასჯის მოთხოვნას), გვაფიქრებინებს, რომ მათი კოორდინაცია ერთი დასავლური ცენტრიდან ხდება!

მაგრამ მე ჯერ არაფერი მითქვამს სექსუალურ უმცირესობებზე: ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმება საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს - ზუსტად ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა რუსთაველის გამზირზე მათი “პროფესიული დღესასწაულის” აღსანიშნავად ლგბტ-აღლუმის ჩატარების უფლება არ მისცა, 2014 წლის 17 მაისს თბილისის მთავარ პროსპექტზე ტრიუმფალურდ შედგება “ცისფერების” აღლუმი, რომელსაც საქართველოს “პარაფირებული” ხელისუფლება უკვე იძულებით დაიცავს, რასაც ქართველების ტრადიციულად ჰეტეროსექსუალი არაევროპელი უმრავლესობა მშვიდად ვერ შეხვდება!

სხვათაშორის, ტერმინი “პარაფირება”  წარმოიშვა ქიმიური ნივთიერების პარაფინის სახელწოდებისგან, რომელიც ნავთობისგან მიიღება და ვაზელინის წარმოებისთვის გამოიყენება. ამიტომ ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში წევრობის პრეტენზია აქვთ, ჯერ ხელს აწერენ არა თვითონ ხელშერულებას, არამედ პარაფირებულ შეთანხმებას ასოციაციის შესახებ, რომელმაც მათ ევროპაში შესვლის მტკივნეული პროცესი უნდა „შეურბილოს“...

სხვათაშორის, რის საფუძველზე მოახდინეს ვილნიუსში საქართველოს და ევროკავშირის შეთანხმების პარაფირება?! განა ერთი წლის წინ ჩვენ ევროპაში პირველი ადგილი არ გვეკავა პატიმრების რაოდენობის მიხედვით?! და სად არის გარანტია, რომ ამასწინანდელი მასობრივი წამებები საქართველოს ციხეებში აღარასოდეს განმეორდება?! (ვიდრე მე და ჩემი ათიათასობით თანამოქალაქე სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებში დამნაშავეთა დასჯას ველოდებით, საქმეები კი, უკვე მეორე წელია, მთავარ პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და შსს-ში თაროებზე იმტვერება, ჩათვალეთ, რომ საქართველოში დღესაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები! რჩევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: უკვე ექს-მთავარი პროკურორი კბილაშვილის (მთელ ისტორიაში ყველაზე უარესი მთავარი პროკურორის)  კვალდაკვალ სასწრაფოდ გადაყენებული უნდა იქნენ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და სასჯელაღსრულების მინისტრი სუბარი, რომლებმაც, როგორც მინიმუმ, თავიანთი აღმაშფოთებელი პროფესიული გამოუსადეგარობა აჩვენეს. ისინი ხალხში უკვე მკვეთრად უარყოფით რეაქციებს იწვევენ, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მთლიანად მთავრობის იმიჯზე).

და კიდევ - თბილისში, მშვიდობიან მრავალათასიან ანტისამთავრობო მიტინგებზე რატომ არასოდეს ჩნდებოდნენ მომიტინგეთა მხარდასაჭერად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, როგორც ახლა კიევში? იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოში მთავრობას, უკრაინისგან განსხვავებით, მათი კაცი - სააკაშვილი ედგა სათავეში, რომელიც მიტინგებს არნახული სისასტიკით არბევდა, მომიტინგეებს ასახიჩრებდა და ხოცავდა?!

დიახ, ჩვენს ქვეყნებში “ფერადი რევოლუციები” მოაწყვეს (“ნარინჯისფერი” - უკრაინაში, “ვარდების” - საქართველოში), რომელთა სათავეში იდგნენ იულია გრიგიანი და მიშა სააკიანი. ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალებები, მაგრამ ჩვენ სათანადო დასკვნები არ გავაკეთეთ და აშშ-სა და ევროპასთან კეკლუცობას განვაგრძობთ.

მითხარით, გეთაყვა, რა მოუტანა საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრობამ?! ან იქნებ ჩვენ ვაკონტროლებთ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს - მდინარე ფსოუზე გამავალ საზღვარზე ყველა ტვირთის მონიტორინგს ვახორციელებთ, როგორც თითქოსდა საქართველოს შეჰპირდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებისთვის მიცემული ხმის სანაცვლოდ?!

“რუსეთი - ოკუპანტია!” - ეს სენტენცია, რომელსაც საქართველოში ერთსულოვნად იმეორებენ ხელისუფლება, ოპოზიცია, ზემოხსენებული ექსპერტები - პროპაგანდისტები და ჯიბის ტელეწამყვანები, მშიშარა ობივატელს თავში ისე ჩაუჭედეს, რომ ის აღარც კი განიხილება! არადა, ჩვენ ხომ არ გვაქვს უფლება ოკუპანტი ვუწოდოთ რუსეთს, იმიტომ რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, რომლის პირობები (ნამდვილი ტექსტი) ქართველი ხალხისთვის დღემდე უცნობია, ის ოკუპანტი არ არის და მისი სტატუსი მაშინ ყველა მხარეს აძლევდა ხელს - საქართველოს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და რუსეთს!

ქართველი ხალხისთვის დღემდე უცნობია:

1. პირობები, რომლებითაც 1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა და ხელშეკრულებათა ტექსტები, რომლებსაც იქ მოაწერა ხელი;

2. პირობები მედვედევი-სარკოზის შეთანხმებისა, ანუ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში საომარი კონფლიქტის მოგვარების გეგმის, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე 2008 წლის12 აგვისტოს იქნა მიღებული (14 აგვისტოს გეგმას ხელი მოაწერეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა, 15 აგვისტოს - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 16 აგვისტოს - რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა);

3. პირობები, რომლებზეც 2000 წლის 14 ივნისს საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა;

4. პირობები, რომლებითაც საქართველომ 2012 წლის 22 აგვისტოს ხმა მისცა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას;

5. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობები, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს იქნა პარაფირებული ვილნიუსში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სამიტზე.

სანამ საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს “დაარწმუნოს რუსეთი, რომ საქართველო მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” (საინტერესოა, როგორ შეუძლია საქართველოს, მის ახლანდელ მდგომარეობაში, საფრთხეს წარმოადგენდეს ვინმესთვის, მითუმეტეს - რუსეთისთვის?!), ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საფრთხე მოგველის იმათ გარდა, რომლებიც მე უკვე ჩამოვთვალე. პირდაპირ ვიტყვი - საქართველოს ახლანდელი მთავრობა, ისევე როგორც წინა, ხელისუფლებას აზერბაიჯანის წყალობით ინარჩუნებს! თუ, მაგალითად, აზერბაიჯანი 2 დღით შეწყვეტს საქართველოსთვის გაზის მოწოდებას, თბილისში მაიდანი-2 დაიწყება, მაგრამ პირდაპირ საპირისპირო პოლიტიკური ვექტორით, ვიდრე  კიევშია, იმიტომ რომ გაზის ალტერნატიული წყარო საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთია. ანდა თუ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც აზერბაიჯანთან ენერგომატარებლების მიწოდებაზე ხანგრძლივვადიან კონტრაქტებს მოაწერა ხელი, მთავარი მყიდველი-პარტნიორის უფლებით მოსთხოვს აზერბაიჯანს, რომ საქართველოს გაზი ევროპულ ფასად (1000 კუბ.მ 500 დოლარად) მიჰყიდოს, როგორც “ევროპაში პარაფირებულ” ქვეყანას?! აი, სწორედ  მაშინ დაიწყება ჩვენთან ნამდვილი “ბორდერიზაცია”! სომხეთი კი, მილსადენით ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევანი რუსულ გაზს დაკლებულ ფასად - 1000 კუბ.მ-ს 189 დოლარად მიიღებს, როგორც ვლადიმერ პუტინი შეჰპირდა ერევანში ამასწინანდელი ვიზიტის დროს...

- საქართველოს მეგობარი აზერბაიჯანი ასეთ ნაბიჯზე არასოდეს წავა!

- სიტუაციის მოდელირება მოვახდინე მაგალითისთვის და ზოგიერთი ქართული “ცხელი თავის” გასაგრილებლად, როგორც ამასწინათ თქვა ლავროვმა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მუდმივად არ იქნება იძულებული, ამერიკას ანგარიში გაუწიოს, რადგან სიტუაცია რეგიონში მალე იმდენად შეიცვლება, რომ ჰეიდარ ალიევის საჩუქარიც კი ედუარდ შევარდნაძეს (მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტის გაზრდილი საფასური აზერბაიჯანის მონაკვეთის ხარჯზე) უბრალოდ, ლამაზ წარსულს ჩაბარდება. ამიტომ არასოდეს თქვათ არასოდეს...

ესაუბრა რომან ტემნიკოვი
ბაქო-თბილისი