სამართალი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ერთ-ერთი პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო.
ინფორმაცია სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმარ მირზა გიგლემიანის ცემის თაობაზე გუშინ ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა გაავრცელა.სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო:
“ამჟამად მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს მიერ კონტროლზეა აყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.