ვიქტორია ნულანდი მაიდანზე შეკრებილებს ნამცხვრით უმასპინძლდება
საქართველო, 11 დეკემბერი,
საქინფორმი. კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე
ვიქტორია ნულანდი მივიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ნულანდმა აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს ჩაი და ნამცხვარი მიუტანა.
ვიქტორია ნულანდი მეორე დღეა კიევში იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უკვე შეხვდა ოპოზციიის ლიდერებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს აგრეთვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი. აქციის მონაწილეებს გუშინ ისიც შეხვდა.