პოლიტიკა
“ჩვენ ხალხს იმისთვის არ ავურჩევივართ, რომ ამ ტიპის ინცინდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ – მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება. მე შესვენების დროს მექნება კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობასთან, რათა თავისი სახელი ეწოდოს დღეს მომხდარს. ვიმსჯელებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რაოდენ მწვავე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე და პარლამენტის წევრის გამოსვლა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯაჭვლიანმა ბარამიძეს მიმართა სიტყვებით – “ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”.