აქტუალური
წაქცეული ჯაჭვლიანი გასაშველებლად მისულმა დეპუტატებმა ააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. ამის შემდეგ"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
შესაბამისი განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
"დღეს სასაუბრო იყო თვითმმართველობის კოდექსზე, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობამ არჩია პარლამენტის დარბაზში სულ სხვა ვითარების შექმნა. ამ ვითარებაში სერიოზულ მსჯელობასა და კამათს, პროფესიულს, ნორმალურს, კოლეგიალურს ვერ მოვახერხებთ, ამიტომ დღეს ჩვენ დავტოვებთ სხდომას – უმცირესობა დატოვებს სხდომას", - განაცხადა გაბაშვილმა. ამასთან, მან დავით უსუფაშვილს მომხდარი ინციდენტის შეფასება სთხოვა.