საზოგადოება
მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისმა ჯგუფმა პირველი გადაწყვეტილებები მიიღო

1-saz-2-samushaojgufiსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი  სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.

ხვალ დღის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერიასთან ერთად, მოიძიებს და გამოყოფს ტერიტორიას, სადაც რამდენიმე ვაგონი და კარვები განთავსდება იმისათვის, რომ იქ სასწრაფოდ მოეწყოს მიუსაფარ ადამიანთა საცხოვრისები. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილი იქნებიან ცხელი საკვებით, სამედიცინო დახმარებითა და სხვა დამატებითი საჭიროებებით.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის გარდა, თავშესაფრები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშიც  გაიხსნება.  თუ დამატებით ფინანსური სახსრები გახდა საჭირო, მათი მობილიზებაც მოხდება“, - აღნიშნა მან.

მოხდება კაპიტალური შენობის მოძიება, რომელსაც სწრაფ ადაპტაციას გავუკეთებთ, მოვახდენთ მის თერმოიზოლაციას, განვათავსებთ საწოლებს და შევქმნით ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელ პირობებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომლის ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართული იქნებიან სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკებიც.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გუშინ შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა.

1-saz-2-saushaojgufi-2