პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის“ და საინვესტიციო ჰოლდინგ „კონტიჯგუფის“ პრეზიდენტებს შეხვდა

1-pol-2-trafiguraსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის“ პრეზიდენტ ჯონათან კოლეკს შეხვდა.

ნედლეულით ვაჭრობაში გლობალური ლიდერი - კომპანია „ტრაფიგურა“თურქმენული ნედლეულის შავი ზღვის პორტებამდე მიწოდების სანდო და ეფექტიან მარშრუტს ეძებს. დღესდღეობით კომპანია ექსპორტისთვის მახაჩალა-ნოვოროსიისკის მარშრუტს იყენებს. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის“ ინტერესის ობიექტია, რათა გახდეს ერთ-ერთი საექსპორტო მარშრუტი თურქმენული ნედლეულისთვის. ამ საკითხის რეგიონულ ჭრილში დადებითად გადაწყვეტამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატრანზიტო მოცულობები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებისა და პორტებისთვის.

ცნობისათვის: კომპანია „ტრაფიგურა“ 56 ქვეყანაშიაწარმოდგენილი და მისი წლიური შემოსავალი 120 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანია აქტიურად საქმიანობს კასპიის რეგიონში და თურქმენეთიდან ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად კომპანია ახორციელებს წლიურად 700,000 მეტრული ტონის ოდენობის ნედლეულის ექსპორტს, რომლის გაზრდას 2014 წელს 2 მილიონ მეტრულ ტონამდე აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კანცელარიაში  ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის კონტიჯგუფის“ პრეზიდენტს კურტ კონტს შეხვდა. მხარეებმა ანაკლიის პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ანაკლიის პროექტის მენეჯმენტით დაინტერესება გამოთქვეს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის განვითარების მათეული ხედვა გააცნეს. „კონტიჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.