აქტუალური
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ. ამერიკული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე გრეგ კაუსნერი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი დაესწრნენ.ქართულმა მხარემ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნო, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმის პროცესში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი. აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.
ამასთან, ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთის ნატოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.