პოლიტიკა
თუ „რესპუბლიკელებს“ თვითმმართველობის კოდექსზე ხმები დააკლდებათ, მათ მხარს „ნაციონალები“ დაუჭერენ

1-polit-1-nacebi-respebiსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, 10 დეკემბერს თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „ეროვნულმა ფორუმმა“ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი სახით კოდექსის მიღების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამავე დროს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებულ კოდექსის ვარიანტს.

„თავისუფალი საქართველო“, არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კოდექსის საკომიტეტო მოსმენებში. პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას თვითმმართველობის კოდექსის წარმოდგენილი სახით მიღებაზე და ქვეყნის სამხარეო გუბერნიებად დაშლის წინააღმდეგ მისცეს ხმა.