სამართალი
შსს-მ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1-krtami-sam-2საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე 1971 წელს დაბადებული მოქალაქე კახაბერ . დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის სარგებლობაში არსებული, ქარელის რაიონში მდებარე ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობის გეგმური შემოწმება ჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს 3209 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი. წინასწარი მონაცემებით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 850 000 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქე კახაბერ ტ-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ მოსთხოვა შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის მაგივრად 150 000 ლარის ოდენობის ზიანი დაეფიქსირებინა.

სამართალდამცველებმა კახაბერ ტ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის დროს თბილისში დააკავეს.