აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა კონფერენცია – "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" გახსნა

1-koferenc-aqt-2-mtსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა  გახსნეს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თემაზე იმართება. "ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვალდებული ვართ, თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ამ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაცაა ვილნიუსშიაღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებიან.

1-konferenc-aqt-2-1
1-konferenc-aqt-2-2