საზოგადოება
თბილისში სომხეთის წარმომადგენელი ოვანეს აჯინიანი და თურქეთის წარმომადგენელი დენის ბარიში 43 საათის განმავლობაში ართმევდნენ ხელს ერთმანეთს 3-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, და გინესის რეკორდი დაამყარეს!

1-obsh-2-ovanesსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა გასულ კვირას თბილისში დასრულდა. სომხეთის წარმომადგენელმა ოვანეს აჯინიანმა და თურქეთის წარმომადგენელმა დენის ბარიშმა ზედიზედ 43 საათი გაატარეს ხელჩაკიდებულებმა.

აქცია The Longest Handshake, რომელიც მოწოდებულია ხაზი გაუსვას სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალური ადამიანური ურთიერთობის შესაძლებლობას, ჩატარდა სომეხი და თურქი მეწარმეების და კულტურის მოღვაწეების ინიციატივით და TANGO Network-ის (Turkish and Armenian NGO’s Network) მხარდაჭერით, რომელიც სომხურ და თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებს აერთიანებს.

43-საათიანი უწყვეტი ხელის ჩამორთმევა - აჯინიანის და ბარიშის მიერ დამყარებულმა რეკორდმა წინა მიღწევა, 2011 წელს ნიუ-იორკში დაფიქსირებული 25-წუთიანი რეკორდი მოხსნა. მთელი ღონისძიების განმავლობაში ინტერნეტში მოვლენის ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა და ყველა მსურველს შეეძლო ეყურებინა, წვიმის, ქარისა და სიცივის მიუხედავად (ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაეშვა) როგორ განაგრძობდნენ აჯინიანი და ბარიში ხელის ჩამორთმევას.

მთელი პროცესი ვიდეკამერებით ჩაიწერა. ახლა ორგანიზატორები გინესის რეკორდების წიგნისთვის განაცხადს ამზადებენ.