საზოგადოება
ევროპაში მცხოვრები უკრაინელის სულის ძახილი: „ხალხო!!! გამოფხიზლდით!!!“

1-obsh-1-krikსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ძვირფასო მკითხველო! გუშინ Facebook-ზე გამოქვეყნდა უკრაინელი ემიგრანტის წერილი, რომელსაც, თემის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით (რასაც მრავალი კომენტარი მოწმობს), საქინფორმი უცვლელად აქვეყნებს.

„მე ახლა საზღვარგარეთ ვცხოვრობ და უკრაინაში მომხდარს იქიდან ვუყურებ. მაშფოთებს, რომ ადამიანები შორსმჭვრეტელურად ვერ ხედავენ, ცხვრების ფარასავით იქცევიან და საკუთარ თავს თვითონ აგდებენ ვალების ორმოში, საკუთარ მომავალს მონობად აქცევენ! ნუთუ ნარინჯისფერი რევოლუცია თქვენთვის მაგალითი არ იყო?! იცით, რა მოთხოვნები წამოაყენა ბრიუსელმა?

უამრავი აშკარა მინუსი და არც ერთი აშკარა პლუსი. წარმოების მოდერნიზაციისათვის ევროპული სტანდარტების მიხედვით 150 მილიარდი ევროა გადასახდელი, ეს კი ქვეყნის 5 წლის ბიუჯეტია. ამ თანხას დაკრედიტების დამღუპველი პირობებით გვაძლევენ, ამას ვერ დავძლევთ - ანუ ამ ფულს ვერასოდეს გადავიხდით და თავს ვალებში ვიგდებთ.

კომუნალური მომსახურების ტარიფები ევროპული სტანდარტის იქნება, ეს კი 2-3-ჯერ აღემატება ამჟამინდელს. გაიყინება საბიუჯეტო ხელფასები და პენსიები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დღგ-ს შემოიღებენ, რაც სამამულო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სულ ცოტა 20%-ით გაძვირებას გამოიწვევს

ჩვენი ფერმერები ფასით კონკურენციას ვერ გაუწევენ ევროპელ მომწოდებლებს და იძულებული იქნებიან დახურონ წარმოებები, რასაც უმუშევრობა მოჰყვება. ევროპელი მომწოდებლები ჩვენს თაროებს იაფი საქონლით გაავსებენ და მთელი ამონაგები სხვის ჯიბეში წავა - ქვეყანა გაღატაკდება!

ნუ უყურებთ, რომ ევროპული პროდუქცია უფრო იაფი იქნება!!! თქვენ, უბრალოდ, ვერ შეიძენთ მას, რადგან უმუშევრობის დიდი პროცენტი იქნება!!! დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს უმუშევრობა გვერდს არ აგივლით, პირიქით, თქვენზე და თქვენს ახლობლებზე აისახება. ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ძირითადი ნაწილი ეკონომიკურ კრიზისს განიცდის!!! სეთები, როგორიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, ლატვია, მოლდოვა და სხვ.

დაფიქრდით საკუთარ საქციელზე!!! ნუ ჩააგდებთ ქვეყანას ასეთსავე კრიტიკულ ეკონომიკურ პირობებში!!! მთელი აგიტაცია და მიტინგები იმ ადამიანების მიერ არის დაფინანსებული, რომლებიც ხალხზე კი არა, საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ!!!”