აქტუალური
რუსეთის პრეზიდენტმა РИА Новости გააუქმა და მის ნაცვლად სააგენტო “რუსეთი დღეს” შექმნა

1-aktual-1-riaსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ლიკვიდაციის შესახებ.

РИА Новости-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “რუსეთი დღეს”. ახალი სააგენტოს გენდირექტორად დაინიშნა ტელეარხ “როსია 1”-ის წამყვანი დიმიტრი კონსტანტინეს ძე კისელიოვი. ბრძანების თანახმად, “რუსეთი დღეს” გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს.

როგორც კრემლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, “რუსეთი დღეს” საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის და რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების  საზღვარგარეთ გაშუქება. გარდა ამისა, ბრძანებით გაუქმებულია რადიოსამაუწყებლო კომპანია “გოლოს როსიი”. რადიოსადგურის მთელი ქონება ახალ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს გადაეცემა. ასევე ჩატარდება “როსიისკაია გაზეტას” რეორგანიზაცია - მას ჟურნალი “როდინა” შეუერთდება.

РИА Новости-ს და სხვა სახელმწიფო მედიასაშუალებების რეორგანიზაცია მიმართულია ორი მთავარი ამოცანის მიღწევაზე, აღნიშნა პრეზიდენტის ბრძანების კომენტირებისას კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა: “პირველი - ეს არის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების უფრო რაციონალურად გამოყენება, და ლაპარაკია მათ შემცირებაზე და არა გაზრდაზე. მეორე ამოცანა - სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. რუსეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, მტკიცედ იცავს ნაციონალურ ინტერესებს; მსოფლიოსთვის ამისი განმარტება ადვილი არ არის, მაგრამ ამისი გაკეთება შესაძლებელი და საჭიროა”, - დაასკვნა მან.