პოლიტიკა
მიშტლერ სააკაშვილს, იუდა პავლოვსკის, ვასილიჩ თარგამაძეს და ქართულ დესანტს უკრაინაში შესვლას აუკრძალავენ

1-Mishtler-pool-3საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი -  რეგიონების პარტიის წევრმა ოლეგ ცარიოვმა უკრაინის უშიშროების საბჭოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში სადეპუტატო მოთხოვნა გაგზავნა რამდენიმე უცხოელისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ და მათზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. დოკუმენტში ის ამტკიცებს, რომ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას “დაგეგმილი ხასიათი აქვს”: “სავსებით გონივრულ შიშს იწვევს უცხოელი პოლიტტექნოლოგებისა და საპროტესტო აქტიურობის სპეციალისტთა გახშირებული ვიზიტები, რომელთა საქმიანობა ეროვნული უშიშროებისთვის სახიფათო ხდება”, - წერს მოთხოვნის ავტორი.

ამის საფუძველზე ის სთხოვს ძალოვანებს, “განიხილონ მოქალაქეთა ჯგუფისათვის უკრაინაში შემოსვლის უფლების ჩამორთმევის საკითხი. თანდართულ სიაში, კერძოდ, მოიხსენიებიან: რუსეთის მოქალაქეები გლებ პავლოვსკი, სტანისლავ ბელკოვსკი და ნიკოლაი გასტელო, აშშ-ის მოქალაქეები ბრაიან ფინკი და მირონ ვასილიკი, ანდრეას უმლანდი (გფრ), აგრეთვე მიხეილ სააკაშვილი და გიორგი თარგამაძე საქართველოდან. მეორე ჩანაწერში, რომელიც სანახავად ხელმისაწვდომია, დეპუტატი ზემოხსენებული მოქალაქეებიდან ზოგიერთს ასახელებდა. პოსტში სახელწოდებით “მაიდნების უცხოელი ორგანიზატორები” მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მოქალაქე ბრაიან ფინკი კონსულტაციებს უწევს ოპოზიციურ პარტიებს “ბატკივშჩინა” და “უდარი” (რის შესახებაც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა), და რომ ის ცდილობს, ოპოზიციის შტაბში გაიტანოს გადაწყვეტილება ოთხმოცდაათი შენობის აღების შესახებ, თანაც დაჟინებით მოითხოვს, რომ აღება მაქსმალურად ხისტ ფორმაში მოხდეს, სასურველია - მსხვერპლით”.