საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ჟურნალ “Национальная оборона”-ს მთავარმა რედაქტორმა, იარაღით მსოფლიო ვაჭრობის ანალიზის ცენტრის დირექტორმა იგორ კოროტჩენკომ "КП"-ს უამბო:
- კიევში ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა დიპფოსტით 15 მილიონი დოლარი ნაღდი ფული ჩაიტანა - ევრომაიდანის გასახურებლად. არსებობს წყარო, არ დავასახელებ. ეს არ არის რაღაც სენსაცია - იმ ძალების მხარდაჭერის “ნორმალური” პრაქტიკაა, რომლებიც ვაშინგტონისთვის ხელსაყრელ კურსს ატარებენ. და ასეთი საქმიანობით მხოლოდ აშშ არ არის დაკავებული - პოლონეთი, გერმანია, ლიტვა და რიგი სხვა ქვეყნები, რომლებიც უკრაინის რუსეთისგან მოწყვეტის გეოპოლიტიკურ პროექტს ახორციელებენ.
- დიდი თანხებია? და კონკრეტულად ვინ იღებს ამ ფულს?- ერთობლიობაში ათობით მილიონი ევრო.. ნებისმიერი რევოლუცია ფულს მოითხოვს, განსაკუთრებით “ფერადი”. ყველა მონაწილე ფინანსურად დაინტერესებული არ არის, ზოგიერთი გულწრფელად გამოდის. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვის გადასცეს ეს ფული - ის კიევში ჩამოვიდა, ახლა ამერიკის საელჩო ინდივიდუალურად მუშაობს, წყვეტს, ვინ “გამოკვებოს”. აჯანყებულებს კი მართლაც სჭირდებათ კვება, გათბობა - კარვები ხომ დიდხანს იდგება, ასე რომ, დოლარები ძალიან დროულად ჩამოვიდა.
- და იდეური ბანდერელები?
- “მეხუთე კოლონა” იდეურადაც მოტივირებულია და ფულიც უნდა. ოპტიმალური შერწყმაა. ჩვენ ახლა კოლექტიური ფსიქოზის სეანსს ვხედავთ. ადამიანები ქუჩებში სასწაულის რწმენით გამოდიან, რომ ხვალ მდიდარ ქვეყანაში გაიღვიძებენ.
- მხოლოდ პროტესტის მონაწილეებს გადაუხდიან?
- გაიხსენეთ, რა იყო ერაყში, როდესაც სადამის ერთგული მთელი რიგი დივიზიების მეთაურები მოისყიდეს. იგივე მოხდა ავღანეთშიც - ლოიალობას კეისებით ყიდულობდნენ. ვვარაუდობ, რომ მოსყიდვა შესაძლებელია უკრაინელ ძალოვანებს შორისაც, რათა ისინი კონსტიტუციური წყობის დაცვაში პასიურები გახადონ.
- რეგიონალი დეპუტატები აცხადებენ, რომ ოპოზიციის შტაბებში უცხოელების სიმრავლეა> ბევრი მათგანი (კერძოდ, წარმოშობით სერბი ამერიკელები) ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციას” აკეთებდნენ თბილისში.
- დიახ, კიევში ჩამოიყვანეს პოლიტოლოგების, პოლიტტექნოლოგების რაზმები, რომლებიც ბრბოზე ზემოქმედების, მართული ქაოსის ტექნოლოგიებს ფლობენ. ისინი ოპოზიციურ შტაბებში კონსულტაციებს ატარებენ. გასაგებია, რომ ეს უკრაინის ბიუჯეტიდან არ ნაზღაურდება.