პუბლიკაციები
“უხილავი უკრაინელი ფაშისტები”: “ჩვენ გავყვირით მილიციის ძალადობაზე, თუმცა ზოგჯერ ისინი თავშეკავებულობას ამჟღავნებენ. მაგრამ მდუმარედ ვუვლით გვერდს ძალადობას დემონსტრანტების მხრიდან!”

1-pravo-2-fashistiსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი ჯონ ალენ გეი თავის სტატიაში “უხილავი უკრაინელი ფაშისტები” მსჯელობს იმაზე, ვინ მოჰყავს ხელისუფლებაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ პროტესტს. ეგვიპტეში ესენი არიან “ძმები-მუსლიმანები”, სირიაში - უამრავი ამაზრზენი არსება, რომელთა შორისაა “ალ-კაიდა”, რუანდაში - დიქტატორი პოლ კაგამე.

ის ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკელები ვერ ამჩნევენ ფაშიზმის  საფრთხეს, რომელსაც “თავისუფლება” ქადაგებს. ის მას ნაციონალ-სოციალისტურს უწოდებს და ამბობს, რომ “მისი ოფიციალური პოლიტიკური პროგრამა ძალიან ნაცნობი უნდა მოეჩვენოს მათ, ვისაც წაკითხული აქვს ნაცისტური პროგრამა “25 პუნქტის” მაგვარი ძველი ფაშისტური მანიფესტები”.

საგულისხმოა მისი სიტყვები ქვეყანაში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ: “ჩვენ გავყვირით მილიციის ძალადობაზე, თუმცა ზოგჯერ ისინი თავშეკავებულობას ამჟღავნებენ. მაგრამ მდუმარედ ვუვლით გვერდს ძალადობას დემონსტრანტების მხრიდან. ჩვენ ვგულშემატკივრობთ რევოლუციას და არ ვუფიქრდებით, ვინ განიზრახა არსებული წყობის შემცვლელად მოსვლა... თავს ვაჩვენებთ, რომ ვერ ვამჩნევთ ცუდ ბიჭებს, მათ დროშებს და გამზადებულ მოლოტოვის კოქტეილებს”.

როდისღა დაიწყებენ ამის შემჩნევას უკრაინელი ჟურნალისტები?