პუბლიკაციები
კიევში “ქართული” დესანტის შემადგენლობაში - ვასაძის “თავისუფალი ზონის” აქტივისტები და მერაბიშვილის რუსულენოვანი ბლოგერები არიან!

1-obsh-1-duversant-mtსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. აი, რას წერს Facebook-ში ნატალია სიდამონიძე (Natalia Sidamonidze) მერაბიშვილი-ოლეგ (ოლგა) პანფილოვი-გვარამია-ჯახაიას ინტერნეტდივერსანტების მავნებლური ბანდიდან (ქვეყნდება უცვლელად):

“კიევის დაპყრობილ მერიაში. სიმშვიდეა. მაროდიორობა არ არის. ადამიანები თბებიან და ყველაფერს ათვალიერებენ.

...ახლახან დავბრუნდი ბანკოვაიადან, იქ მთელი დღე ვიყავი, ყველაფერი ვნახე. ორჯერ დავიბლოკეთ მწერალთა სახლში. ახლა ბანკოვაია და მაიდანი - ველური დისონანსია, და ჩემი აზრით, ეს მხოლოდ იმათ ესმით, ვინც ახლა ბანკოვაიაზეა, იქ რამდენიმე ათასია. ბანკოვაიაზე ნამდვილი საომარი მოქმედებებია, ხელყუმბარები დაფრინავს, ადამიანები ნამსხვრევებით ფეხებში, ხელებში იჭრებიან, გატეხილი თავები, დაჭრილები ბრბოში საკაცეებით გაჰყავთ, ხალხი გაზს ყლაპავს, ქვები დაფრინავს, ბერკუტი შეტევაზე მოდის, დეპუტატების მცდელობა, ხალხი გააშველონ და ბერკუტი, ისევ თავდასხმები...

მაიდანზე - გიტარის მუსიკა, ფესტივალის ვითარება, რამდენიმე ათასი ადამიანი, მთელი მაიდანი სცენიდან ვიღაცას უსმენს. სიური. არ ვიცი, ესმით თუ არა იმათ, ვინც თათბირობს და სხდომებს და “გეგმის” და “სტრატეგიის” განხილვას აგრძელებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად არც ისე ბევრი დრო დარჩა, და რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობის მხრივ სერიოზული პრობლემებია.

ბანკოვაიაზე პოლიტიკოსების გამოჩენამ ახლა ერთ რამეზე მოახდინა გავლენა: ბრბოს ბანკოვაიასგან ბიჭები ყოფენ, სამოქალაქო დაცვა, რათა ბრბომ ფონი არ შეუქმნას რადიკალებს. რადიკალები ქვებით და არმატურებით ადმინისტრაციის ჭიშკართან, მარცხნივ სამოქალაქო მედპუნქტი, მარჯვნივ მწერალთა სახლის კარი, რომელშიც ბერკუტს და გაზს ვემალებოდით. ბრბო ბობოქრობს, ბერკუტი პერიოდულად ბრბოს გაზის და ხმაურა ხელყუმბარების გამოყენებით უკან სწევს”.

1-obsh-1-qve-diversant