პუბლიკაციები
კიევში ოპოზიციას ამერიკელი ფინკ ბრაიანი და წარმოშობით სერბი ამერიკელების ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომლებმაც საქართველოში რევოლუცია მოაწყვეს

1-obsh-2-amerikanecსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. აი, რას წერს თავის გვერდზე Facebook-ში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლეგ ცარიოვი:

“ამერიკელებს სისხლი სურთ! ჟურნალისტმა, მოქმედი ხელისუფლების თავგამოდებულმა მოწინააღმდეგემ დამირეკა. ის, რაც ახლა ხდება, მის რწმენას ეწინააღმდეგება. ის ამტკიცებს: ორგანიზაციით, საპროტესტო აქციებით და ოპოზიციის საქმიანობის ხელმძღვანელობით ამერიკის მოქალაქე ფინკ ბრაიანია დაკავებული. ის გადაადგილდება ტუროვსკაიას ქუჩაზე მდებარე “ბატკივშჩინას” ოფისსა და მეჩნიკოვის ქუჩაზე განლაგებულ “უდარს” ან აშშ-ის საელჩოს შორის. ფინკ ბრაიანის გარდა, პროტესტის ორგანიზებაში მონაწილეობს წარმოშობით სერბი ამერიკელების ჯგუფი. თავად ოპოზიციონერები მათ ქართველებს ეძახიან, რადგან ბოლო რევოლუცია მათ საქართველოში გააკეთეს. უცხოელების საერთო რაოდენობა ოპოზიციის შტაბში სადღაც ოცდაათი ადამიანია.

ჩემმა ნაცნობმა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მთხოვა იმიტომ, რომ ფინკ ბრაიანი ახლა ოთხმოცდაათი შენობის აღების გადაწყვეტილების გატანას ცდილობს, თანაც დაუჟინია, რომ აღება მაქსიმალურად ხისტი ფორმით მოხდეს, სასურველია - მსხვერპლით.

მესაზღვარეებთან ვიყავი. გავარკვიე, რომ ასეთი ადამიანი რეალურად არსებობს. ფინკ ბრაიანი - აშშ-ის მოქალაქე,  24.03.83-ში დაბადებული. 27.10.2013-ში ბორისპოლში ჩამოვიდა რეისით პარიზი-კიევი. დიპლომატიური პასპორტი 910104001. ამ ფაქტების მიხედვით ვამზადებ მიმართვას სამართალდამცავ ორგანოებში”.