პოლიტიკა
კიევის ცენტრში აქციის მონაწილეები „ბერკუტის“ ალყაში არიან

1-maidan-polსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში კიევში, მაიდანზე შეკრებილები შინაგანი ჯარებისა და "ბერკუტის" ალყაში არიან მოქცეული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ძალოვანმა სტრუქტურებმა შტურმით აიღონ პროფკავშირების სახლი, სადაც ევრომაიდანის აქტივისტები არიან შეკრებილი. აქციაზე მყოფი ხალხი დაშლას არ აპირებს.

ჩვენ ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი მაიდანი. ბლოკირებულია ყველა ცენტრალური მეტროსადგური, ჩვენკენ მოემართებიან სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის დანაყოფები“, - აცხადებს ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ლიდერი არსენი იაცენიუკი.

პარტია „უდარ“-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ კი ქალებს და ბავშვებს მაიდანის დატოვებისკენ მოუწოდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოუწერლობის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.