სამართალი
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დააკავეს

1-sam-1-CxataraSviliსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. 2012 წლის სექტემბერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების რვა დაწესებულებაში გადაიღეს პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მაღალჩინოსანთან ერთად ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი შეურაცხყვეს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფო საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები, - აცხადებენ პროკურატურაში.

ჩხატარაშვილი პროკურატურისგან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს, რომელიც მის დანაშაულებრივ მონაწილეობას დაადასტურებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს დავით ჩხატარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 იანვარს გაიმართება.