საზოგადოება
მოსახლეობა წყლის საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზების მონაცემების საფუძველზე გადაიხდის

onkaniშესაბამისი ცვლილება იმ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომელსაც დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ირაკლი კვაშილავა გააფორმებენ. სიახლესთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციის მიღება "ცხელი ხაზის" ნომერზე: 72 90 90 შეუძლია.

ხელშეკრულების თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოპერატორებიც იმუშავებენ. ამავე სამსახურებში მოხდება ახალი აბონენტის რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება, აბონენტების აღრიცხვა, დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება.