საზოგადოება
ევროპელი მიშტლერი - პრეზიდენტ პუტინზე: “ეს არის ბანდიტის და რეკეტიორის პოლიტიკა, და არა - ცივილიზებული ადამიანის!”

1-obsh-3-mishtlerსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი და ერადერთი ამოცანაა ევროპისგან უკრაინის ჩამოშორება, რათა შემდეგ ქვეყანას ისე მოექცეს, როგორც მოესურვება. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პუტინს სსრკ-ის აღდგენა უნდა.
როგორც УНИАН-ის კორესპონდენტი გადმოსცემს, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევში ბრიფინგზე უთხრა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი, რაც ვლადიმერ პუტინს უნდა - უკრაინის ევროპისგან ჩამოშორებაა. ეს მთავარი ამოცანაა. როდესაც უკრაინა ევროპას დაშორდება, მას ყველაფერი შეგიძლია გაუკეთო - ზეწოლა მოახდინო, ტკივილი მიაყენო!”- განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ რომელ ფორმას აირჩევს რუსეთის ხელისუფლება - საბაჟო კავშირთან უკრაინის მიერთებას თუ სხვა საშუალებებს, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება და გზადაგზა გადაწყდება.

სააკაშვილის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარების თავიდან ასაცილებლად უკრაინას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე საქართველოს ჰქონდა,რომელიც ახლა რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა. სააკაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ პუტინი არ მალავს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს, რამდენადაც პირადად გამოთქვამდა სინანულს და სსრკ-ის დაშლას საუკუნის უდიდეს კატასტროფას უწოდებდა. “ეს არის ბანდიტის და რეკეტიორის პოლიტიკა, და არა - ცივილიზებული ადამიანის!” - აღნიშნა სააკაშვილმა. ამავე დროს, მან უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ამჟამად ქვვეყანაში შეიქმნა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დიალოგის საშუალებით მოწესრიგდეს.