აქტუალური
დიმიტრი როგოზინი: “სააკაშვილმა მოღალატე ერთი კასრი მურაბით დააჯილდოვა”

1-aktual-2-ragozinსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რფ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში, ამჟამად - ოპოზოციონერ ანდრეი ილარიონოვს, რომელმაც, სააკაშვილის თქმით, “უზარმაზარი წვლილი შეიტანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საფუძვლების შესწავლაში”. თავისი “რწმენისათვის”, რომ იმ ომის პროვოცირება საქართველომ კი არა, რუსეთმა მოახდინა, ეკონომისტმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი დაიმსახურა.

“დღეს, როდესაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსი თუთიყუშივით იმეორებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამ ადამიანმა დამაჯერებელი პასუხი გასცა ომთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას”, - შეაქო თავისი მეგობარი მიხეილ სააკაშვილმა და, ამასთანავე, მას რატომღაც “რუსეთის დიდი პატრიოტი” უწოდა. სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ბ-ნი ილარიონოვის “გამოკვლევა”, სადაც ის “08.08.08” ომს “რუსეთის სპეცსამსახურების ბრწყინვალე პროვოკაციას” უწოდებს.

“დამსახურებული საზღაურის” მიღების შემდეგ ილარიონოვი ვალში არ დარჩენილა და სააკაშვილს თვითონაც ასიამოვნა: “შესაძლოა, ბოლომდე არ გესმით, როგორი ძლიერები და პოსტსაბჭოთა სივრცისათვის სამაგალითონი გახდით!” - თქვა დაჯილდოებულმა ალავერდიში, - ეს ყველაფერი თქვენი პრეზიდენტის და მისი გუნდის ძალისხმევის წყალობით მოხდა!”.

“სააკაშვილმა მოღალატე ორდენით, ერთი კასრი მურაბით და ყუთი ნამცხვრით დააჯილდოვა”, - ასეთი კომენტარი გაუკეთა მომხდარს თავის გვერდზე Facebook-ში რფ-ის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, იუწყება “კომსომოლსკაია პრავდა”.