პოლიტიკა
სააკაშვილი: “ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება - პუტინის რუსეთის მიერ ევროპის ცენტრში სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური რეიდერული დაპყრობაა!”

1pol-2-UDARსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მოვლენების კომენტარი გააკეთა და მათ “პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის რეიდერული დაპყრობა” უწოდა, - იუწყება უკრაინის ოპოზიციური პარტია “უდარის” პრესსამსახური.

“ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება - პუტინის რუსეთის მიერ ევროპის ცენტრში სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური რეიდერული დაპყრობაა. ჩვენ უკრაინის საშინაო საქმეებში არ ვერევით, მაგრამ ყველას ესმის, რომ უკრაინაში არ არსებობს სხვა გზა, გარდა ევროპისა, იმიტომ რომ ეს პრინციპებისა და ფასეულობების არჩევანია. ამიტომ დღეს ყველა განიცდის უკრაინის გამო და მისი დახმარება სურს”, - განაცხადა სააკაშვილმა “უდარის” ლიდერთან ვიტალი კლიჩკოსთან შეხვვედრაზე.

შეხვედრა პარასკევს - 2013 წლის 6 დეკემბერს, საღამოს, კიევის ცენტრში ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. მას ესწრებოდა აგრეთვე მოლდოვის ექსპრემიერი ვლად ფილატი. ორივე პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს და საპროტესტო აქციებს - აღნიშნეს “უდარში”.