აშშ უკრაინაში ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მოითხოვს
საქართველო, 6 დეკემბერი,
საქინფორმი. აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინაში ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა
ჯენ პსაკიმ განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს დემონსტრაციების მიმდინარეობას არა მარტო კიევში, არამედ მთელ უკრაინაში. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული მომავლისკენ მიემართება, ძალადობის ადგილი არ არის“, - განაცხადა პსაკიმ, რომელმაც ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი „მოუწოდებს უკრაინის მთავრობას სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ“.