უცხოეთი
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს შეთანხებას ორ სახელწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მათ ასევე ხელი მოაწერეს უკრაინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ.მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ ორმხრივ დოკუმენტებს, მათ შორის, მთავრობათაშორის შეთანხმებას ტექნიკურ-ეკონომიკურ თანაშრომლობაზე, უკრაინის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოსა და ჩინეთის ნაციონალურ ტურისტულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს და სხვ.
ამასთან, უკრაინის აგროპროდუქტების სამინისტრომ და ჩინეთის ინსპექციის ხარისხისა და კარანტინის ზედამხედველობის გენერალურმა ადმინისტრაციამ ხელი მოაწერეს უკრაინიდან ჩინეთში სოიოსა და ქერის ექსპორტზე ფიტოსანიტარული და საინსპექციო მოთხოვნების პროტოკოლებს.